მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბურჯანაძე: ფაშინიანისთვის მილოცვა დაცინვა იყო

ერთიანი საქართველო

„საქართველოს პრეზიდენტი და ადექვატურობა - ეს ორი ერთმანეთისათვის შეუსაბამო ტერმინოლოგიაა დღევანდელ რეალობაში“, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ამ სიტუაციაში მოზომილი და სწორი განცხადება უნდა გაეკეთებინა.

„რაც შეეხება ფაშინიანისთვის მილოცვას, ეს დაცივნას უფრო გავს, ვიდრე მილოცვას, რადგან მისალოცი ნამდვილად არაფერი აქვს.

პრეზიდენტ ალიევს ნამდვილად შეიძლება მიულოცო, ძალიან წარმატებულად განახორციელა ეს ოპერაცია, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთისთვის ეს უმძიმესი ვითარებაა, რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მოზომილი და სწორი განცხადების გაკეთება იყო საჭირო.

ეს ადამიანი ისეთ თამაშს თამაშობს, რომელიც მხოლოდ მისი პრეზიდენტობის გამყარებისთვის და ძველი ვალების გასტუმრებისთვისაა მიმართული“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ახალი ერა იწყება კავკასიაში. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔵 რუსული ტანკები ყარაბაღში შევიდნენ (ვიდეო)

🔵 ფაშინიანი: სომხური ჯარი სამ მხარეს ებრძოდა

🔵 პუტინი: მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებში შედის