მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბურჯანაძე: როგორც წესი, მართალი აღმოვჩნდები ხოლმე, მერე თავში ხელის შემორტყმა გვიანია 

ერთიანი საქართველო

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა გადაედოთ და სექტემბრის დასაწყისში საქართველოში ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადებულიყო. 

„ყველა ექიმი, ვინც ახლა საუბრობს, ამბობს, რომ დავაგვიანეთ, დააგვიანა ხელისუფლებამ. ჩემს განცხადებაზე, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, თავდასხმები წამოვიდა - ბურჯანაძეს და ოპოზიციას არჩევნების ეშინია და გადადება უნდაო. მართალი ვყოფილვარ?! იქნებ საზოგადოებამაც ცოტა მეტი მოისმინოს, რასაც ვამბობ, იმიტომ, რომ როგორც წესი მართალი აღმოვჩნდები ხოლმე, მაგრამ მერე თავში ხელის შემორტყმა უკვე ცოტა გვიანია.

სექტემბრის პირველ კვირას ლოქდაუნი რომ გამოცხადებულიყო, არჩევნები გადადებულიყო, არ გვეყოლებოდა დღეში 40 გარდაცვლილი ადამიანის სტატისტიკა და ამის უკან უბედურება. არ გვეყოლებოდა უამრავი ინფიცირებული, პიკი და კრიზისი წინ. ამაზე ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

4 472 -ინფიცირება, 4 058 -გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა