პოლიტიკა

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

ჩეხეთის რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარიას მთავრობის
მეთაურად ხელმეორედ
დანიშვნას ულოცავს
1609937962
დაკოპირებულია

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

ანდრეი ბაბიში მისალოც წერილში ხაზს უსვამს ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას მიღებული წარმატება.

ხსენებულთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებული კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება სამომავლოდ საერთო ინტერესების მქონე ყველა სფეროში, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.

დიდად ვაფასებ ჩვენს კავშირებს არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატებშიც. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას საქართველოსადმი საერთო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში, ისევე როგორც ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეულ გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიისა და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგების წარმატებული მართვისთვის ამ რთულ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა.

მინდა ასევე დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ ულევი წარმატება გისურვოთ ამ საპასუხისმგებლო და მომთხოვნ საქმეში. მოუთმენლად ველი ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. 

1614610278

2021 წლის 1-ელ მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. 

1614609484

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან  ორ მათგანს დაუჭირა მხარი.

1614609262

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 1 მარტს ონლაინ რეჟიმში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ავრცელებენ.

1614609060
ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის
ადმინისტრაციაში

„პრეზიდენტ შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლე...

„ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

თამთა მეგრელიშვილი: ახალი და საინტერესო...

„ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი თამთა მეგრელიშვილი ავრცელებს.

„პლებისციტის ახსნაც დეტალურად მოხდა“ - ბ...

„ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან იმის მოსმენა თუ რა ხდება ქვეყანაში. 

ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3268 ლარი შეადგინა.