მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია“ - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია, რადგან ბევრჯერ ძალიან სარისკო და პრინციპული გადაწყვეტილება მიმიღია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ვერავინ ვერ შეწინააღმდეგებია ამას. უბრალოდ ყველას ვთხოვ, შევეშვათ ამ სიბინძურეზე საუბარს, რადგან არასწორია მორალურადაც. ამბების შეთხზვა პოლიტიკა არაა“, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მას შესაძლოა აშანტაჟებენ. 

როგორც მან სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა, მისი და ალეკო ელისაშვილის შეხვედრა საერთოდ არ იყო დაგეგმილი და მას კომუნიკაცია „გირჩის“ წევრთან ვახტანგ მეგრელიშვილთან ჰქონდა.

„ჩემი შეხვედრა ალეკო ელისაშვილთან საერთოდ არ იყო დაგეგმილი. ასეთი რამ არ ყოფილა. ამერიკიდან რომ ჩამოვედი, გავაანალიზე, რომ ასეთი შეხვედრები, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვიცვლით პოზიციას. ამიტომ შეხვედრა არ არის პრობლემა, მაგრამ არა ჟურნალისტებთან ერთად, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება.

თუ ვსაუბრობთ პოზიციის ცვლილებაზე, მაშინ ყველა ერთად შევხვდეთ სამუშაო ფორმატში და იქ ვიმსჯელოთ ამაზე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ პოზიციის ცვლილება, ელჩებთან შეხვედრების გარეშე, არასწორია და მოლაპარაკების პროცესს აზიანებს.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

👉 ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ, რის გამოც იგი მასთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ ხალხს რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს

„მონასტერი არ არეულა, ესენი არიან გზააბნეული ადამიანები“ - უგულავა „მოქალაქეებსა“ და „გირჩზე“

„არის პარტიები, რომლებსაც შეთანხმება უნდა და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდათ“ - იაგო ხვიჩია