მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან უკეთესი დოკუმენტი არ მოვიდოდა“ - ზურაბ ჯაფარიძე შეთანხმებაზე

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საერთაშორისო პარტნიორები მხარეებს შეთანხმებისთვის უკეთესს ვეღარაფერს შესთავაზებდნენ.

„ორი ცვლადი იყო მნიშვნელოვანი. ერთი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია და ალბათობა იმისა, რომ მათ უკეთესი დოკუმენტი მოეტანათ და მეორე იყო, რომ აქეთ მხარეს რამდენად იყო ერთიანობა და სიმყარე, რომ პარლამენტის ბოიკოტი კიდევ გაგრძელებულიყო. აქეთა მხარეს ცალსახად აღარ იყო ეგ ერთიანობა, შესაბამისად, რაც კლავდა შესაძლებლობას, რომ იქითა მხრიდან რამე უფრო კარგი დოკუმენტი მოსულიყო.

ერთობა არა, რწმენა აღარ არსებობდა, რომ შეიძლებოდა ამაზე უკეთესი დოკუმენტი დადებულიყო. იმ მომენტში შანსი აღარ იყო ამის არანაირი. ჩემი მიზანი იყო რაც შეიძლებოდა მაქსიმუმი გამომეწოვა იქიდან და ეს გავაკეთე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სჯერა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.