პოლიტიკა

ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში შესული ფულებით გამდიდრებული ადამიანების ადგილი ციხეშია და არა ტელევიზიების მფლობელებში - ირაკლი ლატარია დავით კეზერაშვილზე

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი
16:14 09.09
დაკოპირებულია

„ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში შესული ფულებით გამდიდრებული ადამიანების ადგილი არის ციხეში და არა ტელევიზიების მფლობელებში. არ არსებობს, რომ არ დადგეს ის დრო, როდესაც ყველა, ვისაც კი ოდნავ წვლილი მიუძღვის ჩემი ქვეყნის ღალატსა და ახალგაზრდების სისხლით გამდიდრებაში, არ აგონ პასუხი უმკაცრესად, უბრალოდ არ არსებობს,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტი მისი საქმიანობის იმ მხარეს უკავშირდება, რაც კავშირშია მის პოლიტიკურ გემოვნებასა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან.

ირაკლი ლატარიას თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების იარაღის ბიზნესით გამდიდრდა, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭების გვამები ესვენა სამაჩაბლოში ბედავს და თითს უქნევს ყველას, ვინც კი იწყებს მისი საქმიანობის გამოაშკარავებას .

„თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ის მინისტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების იარაღის ბიზნესით გამდიდრდა, ის მინისტრი, რომელიც გახდა ოფიციალური მილიარდელი, ზუსტად მეორე დღეს გადადგომიდან, ის მინისტრი, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭების გვამები ესვენა სამაჩაბლოში და თვითონ გამარჯვებას ზეიმობდა, ის მინისტრი, რომლის დროსაც ნაყიდ იარაღში არ მიდიოდა ტყვია წამალი და ა.შ და ბოლოს ის მინისტრი, რომლის საქმეებზე არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლებრივი წარმოება, დღეს ბედავს და თითს უქნევს ყველას, ვინც კი იწყებს მისი საქმიანობის გამოაშკარავებას. კეზერაშვილმა დღეს ისიც კი იკადრა, რომ ტელეკომპანია „იმედის" მიერ გასული სიუჟეტიც კი დაგმო. რახან დღეს მან გააკეთა კომენტარი, ე.ი „იმედმა" ზუსტად იქ დაარტყა, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა. ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში შესული ფულებით გამდიდრებული ადამიანების ადგილი არის ციხეში და არა ტელევიზიების მფლობელებში. არ არსებობს, რომ არ დადგეს ის დრო, როდესაც ყველა, ვისაც კი ოდნავ წვლილი მიუძღვის ჩემი ქვეყნის ღალატსა და ახალგაზრდების სისხლით გამდიდრებაში, არ აგონ პასუხი უმკაცრესად, უბრალოდ არ არსებობს”,- აღნიშნავს ლატარია.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 202...
21 წუთის წინ
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს“,- ამი...
25 წუთის წინ
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენო...
29 წუთის წინ
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელიწ...
35 წუთის წინ
ე.წ. საზღვარი აფხაზეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუს-ი ბანკზე თავდა...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „სასაზღვრო დეპარტამენტი“ ზუგდიდში „საქ...
გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შ...
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰყ...
მთიანი ყარაბაღის საკითხზე ვაშინგტონში და...
23 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და აზერბაიჯანისა და სომხეთის...
ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრ...
„გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ...