მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემს ადგილს განათლების კომიტეტში ვხედავ“ - ვახო მეგრელიშვილი

გირჩის წევრი

„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილი განათლების კომიტეტშია.

მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს კომუნიკაცია პირებთან, ვისთან თანამშრომლობაც მოუწევს.

„ჩემს ადგილს ვხედავ განათლების კომიტეტში. ველაპარაკები უკვე იმ ადამიანებს, ვისთანაც მომიწევს თანამშრომლობა ამ სფეროში, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის პერსონალური ამბავია და არავის ამაზე ჯერ არ უმსჯელია“, – აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „გირჩის“ სამმა დეპუტატმა - ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕„აქ იქნება „გირჩის“ სამეფო“ - ვახო მეგრელიშვილი პარლამენტზე

⭕„გირჩის“ წევრებმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

⭕„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს