მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭიჭყინით და მავთულხლართებთან შარვლების ჩახდით შევაჩერებთ მცოცავ ოკუპაციას?“ - ლევან ვასაძე

ბიზნესმენი

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკური ორგანიზაცია „ერი“ დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ოკუპაციის პრობლემა რუსეთთან დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

თავისი პოზიცია მან სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას დააფიქსირა და ისიც აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, რუსეთი ოკუპანტია.

„მე დღეს მკითხეს არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და მე თვალის დაუხამხამებლად ვუპასუხე, რომ რუსეთი ოკუპანტია. მკითხეს, მაშინ რატომ მიმაჩნია ამის მიუხედავად, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ რუსებთან პირდაპირი დიალოგი, მე ვთქვი, რომ ჩემი აზრით, ეს ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა.

მე უფრო მეტს გეტყვით, ვიცნობ რა ძალიან კარგად, თუ რა ხდება ამ ორივე სამყაროში, ქართულსა და რუსულში, მრავალი წელია ვაკვირდები სრულ სინქრონიზაციას საბოტაჟის მცდელობებს რაიმე პოზიტიურის მოხდენისა ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს დიალოგიდან და სახელმწიფოებრივი დიალოგიდან, ნებისმიერ ორ სახელმწიფო ლიდერს შორის. აბა ჭიჭყინით და მავთულხლართებთან შარვლების ჩახდით შევაჩერებთ მცოცავ ოკუპაციას? რამე მოგიტანათ პროვოკაციებმა?“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ აპირებს რუსეთში საკუთარი ბიზნესის წილი გაასხვისოს, რადგან მასთან შეხება აღარ ჰქონდეს.

„მე მაქვს წილი მაღაზიათა ქსელში, რომელიც არის ზოომაღაზიები და ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვაპირებ, რომ გავყიდო ეს წილი, რადგან აღარ მქონდეს რაიმე კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან. თუ მე ვერ შევძლებ მის გაყიდვას, მაშინ ამას გადავაფორმებ ტრასტში, რათა ჩემთან აღარანაირი კავშირი ჰქონდეს და ვისაც მიაჩნია, რომ მე რაიმე კომპრომისს დავუშვებ, რადგან რაიმე წილი მაქვს, მაშინ ნუ მენდობა და გაჰყვეს მას, ვისაც ენდობა“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკური ორგანიზაცია „ერი“ დააფუძნა.