მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩიქოვანი: ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მარნეულისა და ბოლნისის სრული უზრუნველყოფა დაევალათ

ჩიქოვანი მთავრობის ადმინისტრაციაში

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სრული უზრუნველყოფა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაევალათ.

როგორც ჩიქოვანმა ბრიფინგზე აღნიშნა, ორივე მუნიციპალიტეტში დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა.

"დღეისათვის ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტები, რომელიც აუცილებელია და კრიტიკულია იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა როგორც სურსათზე, ასევე სამედიცინო სერვისებზე, ასევე სააფთიაქო სერვისებზე. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალებული აქვთ რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნველყოფაზე და აბსოლუტურად ყველა საჭიროება იქნება მიწოდებული. საერთო ჯამში ადგილზე სიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვთ იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომნელიც განაგრძობენ მუშაობას, თუმცა ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი გამოვლინდა. სწორედ აღნიშნულის გამო, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.