პოლიტიკა

ჩიქოვანი: ვიმედოვნებთ უფრო მეტ სახელმწიფოსთან შევძლებთ გავხსნათ პირდაპირი მიმოსვლა

ჩიქოვანი მთავრობის ადმინისტრაციაში
18:44 08.07
დაკოპირებულია

„აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილების მიზანი იყო, რომ დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უზრუნველგვეყო უსაფრთხო გარემო. ეს აუცილებელი გარემოებაა და დევს ყველაფრის საფუძველში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად შეძლო დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული შედეგის მიღწევა.

პრემიერის პრეს-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში პირდაპირი მიმოსვლა კიდევ უფრო მეტ სახელმწიფოსთან გაიხსნება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე.

„მას შემდეგ რაც Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდვითარება მეტნაკლებად იცვლება სხვადასხვა წარმატებით, სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე, 30 ივნისს საქართველო ევროკავშირმა შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ეს არის მისასალმებელი ფაქტი, ფაქტი რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა შევძელით ერთობლივად მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი გახსნილობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სიფრთხილით, თანმიმდევრულად, ეს გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს არსებულ ეპიდვითარებას.ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ უფრო მეტ სახელმწიფოსთან გავხსნათ პირდაპირი მიმოსვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე. ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველ 2 კვირაში გადახედოს უსაფრთხო სახელმწიფოების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც ექნება ნებადართული ქვეყნებში შევიდნენ. ჩვენ მივმართავთ დამატებით ზომებსაც - შესავსები იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იმოგზაურებს საქართველოში, რათა ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნება ეს ადამიანი საქართველოში ყოფნისას და, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ინფორმაცია მისი საქართველოში ჩამოსვლამდე მოგზაურობის თაობაზე,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
01:00
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობ...
00:50
„დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრეს...
00:43
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვ...
00:12
ეუთოს განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კო...
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომ...
20:06 07.08
თეა ახვლედიანი: ომით დაშორიშორებული საზო...
„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში...
ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ...
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც,...
აშშ-ში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელზე ნ...
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვე...