მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს 3 ოპოზიციური პარტია“- ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი

ჩაერთვებიან თუ არა საპარლამენტო არჩევნები საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პარტია „მოქალაქეები", ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით სიამოვნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის 3 ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3 800-ს საარჩევნო უბანში ჰყავდა კომისიის წევრები. ესენი არიან "პატრიოტთა ალიანსი", "ნაციონალური მოძრაობა" და მეორე "ნაციონალური მოძრაობა" ბოკერიას პარტია.

იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ და გვითხრან, რომ დაახლოებით 10 000 და კიდევ მეტი მათი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში ჩვენ მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

„შემოდით პარლამენტში და ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმაზე“ - ლევან იოსელიანი ოპოზიციას

რაზე მოაწერეს ხელი „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ - შეთანხმების დოკუმენტი

„თავაწეული შევდივარ პარლამენტში, ხელში დოკუმენტი მიჭირავს“ - ელისაშვილი