პოლიტიკა

„ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება“ - ირაკლი ბერაია

ქართული ოცნების წევრი
1611485199
დაკოპირებულია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.

ირაკლი ბერაიას თქმით, ქართული ჯარის კვება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი თავდაცვის მინისტრს.

„თავდაცვის უწყებაში დანერგილი მიდგომა “ყველაფერი საუკეთესო ჯარს”, მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა მიმართულებით საუკეთესო პირობების უზრუნველყოფას, მათ შორის უმაღლესი ხარისხის უნიფორმას, ფეხსაცმელს, სამედიცინო მომსახურებას და სარეაბილიტაციო პირობებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა პირველ ყოვლისა გულისხმობს ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება და პირად კონტროლზე აქვს აყვანილი თავდაცვის მინისტრს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას.

სწორედ ეს მექანიზმები უზრუველყოფენ სურსათის მაღალ ხარისხს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად და ხარისხის მონიტორინგს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ, საკვები პროდუქტების მიმწოდებელ ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაც, მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის კონტროლის ამ ინსტრუმენტების ეფექტიანობას ადასტურებს. რაც შეეხება უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, ისინი კანონის სრული დაცვით, ქვეყნის და ჯარის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

მე ვისურვებდი, რომ ცალკეულმა მედია საშუალებებმა ობიექტურად გააშუქონ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შინაარსობრივი და მასშტაბური ნაბიჯები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა, ნატო-სთან თავსებადობა და ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაზრდილ ნდობაში, აღიარებასა და მხარდაჭერაში ვლინდება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ყურადღებით აკვირდება და მაღალ შეფასებას აძლევს უწყებაში მიმდინარე ამბიციურ რეფორმებს, რასაც მინისტრი ღარიბაშვილი და მისი გუნდი ახორციელებს“, - აცხადებს ბერაია.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდე...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

1614453372

განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.

1614450785

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.

1614448542

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ​ შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.

1614445847
კლინიკური ჯგუფის
ხელმძღვანელი

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაო...

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.

1614442925
ევროპის ქვეყნებში მარტში ზოგიერთი შეზღუდ...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვები მარტში მოიხსნება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფ...

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზი...

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.