მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დახმარებაა საჭირო? ყველას დავეხმარებით, დაფინანსებაა საჭირო? ყველას ხელს შევუწყობთ“ - კალაძე

თბილისის მერი დარგის სპეციალისტებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის შექმნაში დახმარებას სთხოვს

„პრობლემების მოგვარებაში არასოდეს გამომირჩევია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2021 წელს პრობლემების მოსაგვარებლად, ადამიანების მხარდასაჭერად 350 მლნ ლარია განსაზღვრული.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ის ყველას მერია.

„წელს დაახლოებით 350 მლნ ლარი იქნება განსაზღვრული იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, ადამიანებს. გვინდა, რომ მაქსიმალურად ჩვენი თანადგომის იმედი ჰქონდეთ.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, იმას რომ როგორც ქალაქი მერი, როგორც თბილისელებისგან არჩეული ადამიანი, ამ პრობლემების მოგვარებაში არასოდეს გამომირჩევია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას მხარდაჭერა გავუწიოთ და თანადგომა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბევრჯერ ვარ ნათქვამი, რომ ყველას მერი ვარ.

ჩვენი თანამშრომლებიც ამ მიდგომით და ამ განწყობით არიან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და ყოფა.

ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანების დაყოფა პარტიული კუთვნილების, სქესის და სხვა მიმართულების მიხედვით. მაქსიმალურად ყველას ექნება მხარდაჭერა, დახმარებაა საჭირო ? ყველას დავეხმარებით. ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსებაა საჭირო ? მაქსიმალურად ყველას ხელს შევუწყობთ.

ასე მოვდივართ რამდენიმე წელი რაც ამის უფლებამოსილება ოფიციალურად მოგვენიჭა“, - განაცხადა კახა კალაძემ.