მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა“ - არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ის დამოკიდებულება, რომელიც ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ აჩვენა, რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან მიმართებაში, არათანმიმდევრული იყო.

თალაკვაძემ „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლის შესახებაც ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ „დღეს ეს ადამიანები გავიდნენ პასუხისმგებლობიდან და მიუთითებდნენ, რომ სწორედ ამ საკითხების გამო ტოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას“

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.

„დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ აჩვენა რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან მიმართებაში, არათანმიმდევრული იყო და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მან თავისი მეგობრები გაიყვანა უმრავლესობიდან.

მოისმინეთ ბრიფინგი, მათ ისაუბრეს, რომ არის პრობლემები, ისაუბრეს სიღარიბეზე, პოლარიზაციაზე და სხვა საკითხებზე, კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე და მათ შორის იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ჩვენ როგორც მთელი გუნდი, ვატარებდით პასუხისმგებლობას, დღეს ეს ადამიანები გავიდნენ პასუხისმგებლობიდან და მიუთითებდნენ, რომ სწორედ ამ საკითხების გამო ტოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც მინიმუმ ეს მოითხოვს, მათი მხრიდან შემდგომ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა, ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რასაკვირველია ყველას ჩვენს კონკურენტებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ თუ რა მხარდაჭერა აქვთ „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ისინი ნერვიულობენ რა თქმა უნდა, გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებები“, - დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 6-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის მშენებლობის პროცესში ჩაერთო.

ეს დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური.

საკანონმდებლო ორგანოში ისინი დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.

ამავე თემაზე:

✔️ გახარია ორთქლმავალია - პოლიტოლოგი

✔️ „გახარიამ პირადი ინტერესებით იხელმძღვანელა და თავისი მეგობრებიც დაარწმუნა“ - არჩილ თალაკვაძე

✔️ პატრიარქი 89%, გიორგი გახარია 65% - IRI-ს კვლევა