მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დანიელსონმა უნდა გამოიყენოს იძულების სხვადასხვა ფორმები“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ევროპელი მედიატორის კრისტიან დანიელსონის მორიგი ვიზიტი საქართველოში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შესაძლო კონსენსუსის მიღწევა - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტს გია ხუხაშვილს ესაუბრა. 

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ გადმოსახედიდან რთულია მოლოდინებზე საუბარი, რადგან მხარეები წითელ ხაზებს არ ხსნიან.

„ძალიან ძნელი სათქმელია, ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მხარეები თავიანთ წითელ ხაზებს არ ხსნიან და ეს წითელი ხაზები ურთიერთგამომრიცხავია. ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ, არამედ დანიელსონმა მოალაპარაკოს, არის „იძულება მშვიდობისათვის“. მან უნდა შესთავაზოს მხარეებს თავისი ვარიანტი და გამოიყენოს იძულების სხვადასხვა ფორმები, რომ მხარეები ამას დათანხმდნენ.

იმას, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გამართავენ რეალურ დიალოგს და იპოვიან კონსენსუსს, ძალისმიერი ზეგავლენის მოხდენის გარეშე, ამის ილუზია არ მაქვს. რამდენად არის მზად ევროპა იმისათვის, რომ აიძულოს მხარეები და უფრო ხისტი პოზიციიდან გამოვიდეს, ცოტა ხანში გამოჩნდება“, - აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება. იგი უკვე შეხვდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „კომპრომისის მიღწევაზე პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს ეკისრებათ და მათ იციან რა უნდა გააკეთონ“ - დანიელსონი

✔️ კრისტიან დანიელსონი: ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობას ველოდები