პოლიტიკა

დაშავდნენ თუ არა ლიბანში საქართველოს მოქალაქეები - საგარეო უწყების განმარტება

ფასადი
12:58 05.08
დაკოპირებულია

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავებისა და გარდაცვალების შესახებ შეტყობინება არ შესულა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE- ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს.

„ლიბანში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. პანდემიის პირობებში, მათი უმრავლესობა გაემგზავრა ლიბანიდან. ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შემოსულა. საელჩო კავშირზეა ლიბანის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქში, ქალაქის საპორტო ნაწილში ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობთან ახლოს აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 400-მდე ადამიანი. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხდა. აფეთქების მთავარ მიზეზად პორტის საწყობში არსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვის პირობების დარღვევა სახელდება.

ლიბანში ასევე 2 კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ლიბანში მომხდარ ფაქტს საქართველოდან ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო უწყების ხელმძღვანელები გამოეხმაურნენ. მათ ლიბანელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრეს.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53 22.09
„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული...
22:43 22.09
დღეს, 22 სექტემბერს, სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად...
22:32 22.09
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარ...
22:24 22.09
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ა...
22:15 22.09
ამერიკის შეერთებული შტატები 7 მლნ კოვიდინფიცირებული - ეპიდსიტუაცია აშშ-ში
7 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ასეთი ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. worldometers-ის...
21:38 22.09
18:22 22.09
ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვ...
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა....
18:01 22.09
ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის,...
17:55 22.09
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა...
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას...