მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასჯილი არიან თუ არა ის პირები, ვინც ქობულეთის ტრაგედია ვერ აიცილა თავიდან?“ - ლევან იოსელიანი ვახტანგ გომელაურს

ვახტანგ გომელაური და ლევან იოსელიანი

პარტია მოქალაქეების „წევრმა“ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, კითხვები არჩევნების გაყალბების ფაქტებზე, ქობულეთში მომხდარი თვითმკვლელობისა და არასრულწლოვნების დაკითხვისთვის სპეციალური სივრცეების შესახებ დაუსვა. 

„ამბობდით, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა, ვინც გაბედავდა და ჩაერეოდა არჩევნების პროცესში ან გააყალბებდა მას. მე მაინტერესებს, რა რეაგირება ჰქონდათ თქვენს უწყებებს, როცა გაყალბების ბევრი ფაქტი ვნახეთ. მაგალითად ვიდეოზეა აღბეჭდილი და ტრიალებს „იუთუბზე“ ბოლნისში ერთმა ადამიანმა დაახლოებით 10-ჯერ მისცა ხმა. მე არ გამიგია, რომ მსგავს ფაქტს რეაგირება მოჰყოლოდა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მან მინისტრს არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებში გამოძიების განსხვავებული სტანდარტის არსებობაზე ჰკითხა.

„მეორე კითხვაში მინდა შევეხო ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ტრაგედიამ დაგვანახა, რომ გოგონას თვითმკვლელობამდე პოლიციას ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვით ადრე ჰქონდა და ვერ ან არ მოახდინა პრევენცია. რა გააკეთა პოლიციამ ამის შემდეგ? ხომ არ ფიქრობთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტი უნდა იყოს რეაგირებისას გამოძიებაში, როცა საქმე არასრულწლოვან ეხება და არის თუ არა ის პირები პასუხისმგებლობაში მიცემული, რომელთაც ტრაგედია ვერ აიცილეს თავიდან?“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანმა ასევე იკითხა არასრულწლოვანთა დაკითხვებისთვის მოეწყო თუ არა განსხვავებული სივრცეები, ზემოქმედებისგან მათ დასაცავად.

„მესამე კითხვა ეხება ლუკა სირაძესთან დაკავშირებულ საკითხს. მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ არასრულწლოვანთა გამოკითხვებისთვის სხვა სივრცეების მოეწყობოდა, რათა მათზე არ მომხდარიყო ზემოქმედება. მაინტერესებს, რა გააკეთა სამინისტრომ ამ კუთხით, რომ არასრულწლოვანი ზემოქმედებისგან იყოს დაზღვეული?“, - ჰკითხა ლევან იოსელიანმა მინისტრს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვახტანგ გომელაურს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ფრიდონ ინჯიამ შს მინისტრს მაგისტრალებზე დასაშვები სიჩქარის 130კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით მიმართა

ვახტანგ გომელაური: გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც

მიხეილ სარჯველაძე: შშმ პირთა უფლებების დაცვის ხარისხი გახლავთ ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც იზომება ნებისმიერი სახელმწიფოს, ნებისმიერი საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხი