მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ბაქრაძე: დოკუმენტირებულ პასუხს ველოდებით „ქართული ოცნებისგან“

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ფასილიტატორ ელჩებს ოპოზიციურმა სპექტრმა წერილობით, შეჯერებული ხედვა გადასცა.

როგორც დიპლომატებტან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ხედვაში მკაფიოდ არის გაწერილი თუ როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ.

„დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია. ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად ოპოზიციის მხრიდან, ჩვენი ხედვა თუ როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური წერილობითი სახით გადავეცით ელჩებს.

ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“, ველოდებით ოფიციალურ ასეთივე დოკუმენტირებულ პასუხს „ქართული ოცნებისგან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მოიცავს ეს კომპონენტები? დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სანამ მმართველი გუნდის მხრიდან არ იქნება ოფიციალური პასუხი, მანამდე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ჩვენი ფასილიტატორების, ელჩების თხოვნაა, რომ სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი, „ქართული ოცნებიდან“ შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდე აყალიბებდა ოპოზიცია“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

👉 ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.