მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ჭიჭინაძე მაჟორიტარობას ისანში აპირებს

დეპუტატი პარლამენტში

"პირადად მე,  ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ", - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და ოპოზიციის გამოცხადებულ კოორდინაციას საერთო კანდიდატების გარშემო, საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნევს.

"როდესაც მთელი ქვეყნის მაშტაბით რჩება 30 მაჟორიტარი, რაც ე.წ. მოლაპარაკების წარმატებად იქნა გამოცხადებული, ამ ნაწილში ოპოზიციის კოორდინირება აბსოლუტურად გაჭირდება. რადგან, მაჟორიტარებს ცოტა ხმები არ მოაქვთ, ამომრჩევლების დაახლოებით 10-15 % მაჟორიტარებიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს.

ხოლო, რაც შეეხება მეორე ტურს, ეს უკვე ტექნიკური ნაწილია, ანუ, ვინ ვის უმრავლესობას ამჯობინებს სამომავლოდ.

მთლიანობაში კი, ჩვენთან პოლიტიკურმა  ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ, თუ პოლიტიკა და აი ეს არის მთავარი პრობლემა", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტია ინიცირებული, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერს გაიმართება.