პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე: გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი

დეპუტატი პარლამენტში
09:09 05.08
დაკოპირებულია

„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი. გარდა იმისა, რომ სწორედ მისი მსგავსი პოპულისტური, უვიცი განცხადებები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის იდეაც მიითვისა, რადგან ამ იდეის ავტორი რეალური ადამიანები არსებობენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას „ლიდერი“ დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისი შეფასებით, როდესაც გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერი გახდება და ბანკების პროცენტს შეამცირებს, წარმოდგენა არ აქვს, რაზე საუბრობს.

„კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. ასე რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს.

ანუ, ბანკირებს თავისი წრე აქვთ და იმ წრეშიც კი, ორმა - სამმა თუ იცის რა სისტემას ქმნიან და როგორ „ახრჩობენ“ ხალხს. ასეთი უცოდინარი, პოპულისტი ადამიანები კი, ისევ ბანკების წისქვილზე ასხამენ წყალს.

მოკლედ, ის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური საქმიანობა და ეს კანდარღვევაა;

ის, რომ ეროვნული ბანკი, კონსტიტუციითა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში ფასები იყოს სტაბილური და ამას არ ასრულებს ; რომ ფულის ემისიის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს და ამას კომერციული ბანკები ახორციელებენ, რითაც ისევ კონსტიტუცია ირღვევა;

აი, ამ ყველაფერზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბანკებს! ამის გამო უნდა მიეცენ პასუხისგებაში და არა პროცენტების განახევრებაზე ვისაუბროთ!

მითუმეტეს, რომ პროცენტის განახევრება ხალხის გათავისუფლებას ნამდვილად არ ნიშნავს. მე ამას ვებრძვი რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული, არაერთხელ წარვადგინე ( ამას ყოფილი პრემიერებიც დაადასტურებენ) პუნქტობრივად, როგორ უნდა შეიზღუდოს ბანკების არაპროფილური საქმიანობა და თან ეს ისე უნდა გაანალიზდეს, რომ ჯანმრთელად განხორციელდეს და ეკონომიკისთვისაც არ იყოს დამრტყმელი.

მევახშეებთან მიმართებაშიც დაშვებულია პრეცენდენტი. ნინო ბურჯანაძეს როგორც წაართვეს ერთ დოლარად მიცემულ შენობა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ასევე შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ მიტაცებული ასობით ბინა, მიმტაცებლები კი დავაჯარიმოთ.

გიორგი ვაშაძეს რაც შეეხება, ის არა მარტო პოპულისტურ, ცარიელ ფრაზებს ისვრის, მან იუსტიციის სახლის იდეაც კი მიითვისა და ის ფაქტი, რომ ეს მისი კი არა, სხვისი პროექტია, მალე გამოაშკარავდება, რადგან არსებობენ ადამიანები ვინც ეს პროექტი რეალურად შექმნა.

ვაშაძემ და მისმა ოჯახის წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კი, ჯერ მოპარული ფული დააბრუნონ და მერე ესაუბრონ ხალხს!“,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53 22.09
„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული...
22:43 22.09
დღეს, 22 სექტემბერს, სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად...
22:32 22.09
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარ...
22:24 22.09
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ა...
22:15 22.09
ამერიკის შეერთებული შტატები 7 მლნ კოვიდინფიცირებული - ეპიდსიტუაცია აშშ-ში
7 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ასეთი ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. worldometers-ის...
21:38 22.09
18:22 22.09
ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვ...
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა....
18:01 22.09
ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის,...
17:55 22.09
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა...
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას...