მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ჩიხელიძე: დღეს ქვეყანაში, სამწუხაროდ არ არსებობს პასუხისმგებლიანი, ღირსეული ოპოზიცია

ჩიხელიძე: გუშინ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ესროლა ტალახი საზოგადოების  ღირსეულ წარმომადგენლებს

„პირადად მე, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. მეორე ძალა არ არსებობს, მესამე ძალის შესახებ საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აღნიშნავს.

მისი თქმით, მოვიდა დრო, პარლამენტის მანდატზე უარის მთქმელმა პოლიტიკოსებმა, პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და შევიდნენ პარლამენტში:

„ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცური პარტიების ურთიერთობაში არაერთი, ახალი ბზარი გაჩნდა, დაიწყო ხელოვნურად შექმნილი, თავს მოხვეული გაერთიანების რღვევის პროცესი, მათი პოზიციებიდან ნათლად ჩანს, რომ ე.წ. ოპოზიციური გაერთიანების საფუძველი არ იყო პრინციპები და იდეის ერთგულება, არამედ ისინი გაერთიანებული იყვნენ საკუთარი, მახინჯი მიზნების გარშემო. ასევე მათ გაერთიანებას, „დამოკლეს მახვილივით“ გასდევს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რომლისგან გათავისუფლებაც დღევანდელმა ოპოზიციის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერ მოახერხა.

დღეს ქვეყანაში, სამწუხაროდ არ არსებობს პასუხისმგებლიანი, ღირსეული ოპოზიცია, მოვისმინე საუბარი, ე.წ. მესამე ძალის შექმნის შესახებ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად უნდა მოგვევლინოს. პირადად მე, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. მეორე ძალა არ არსებობს, მესამე ძალის შესახებ საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. მოვიდა დრო, პარლამენტის მანდატზე უარის მთქმელმა პოლიტიკოსებმა, პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ, სწორად შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა, იფიქრონ რაციონალურად, გაეცნონ საერთაშორისო (ორგანიზაციების) სადამკვირვებლო მისიების პოზიციებს და შევიდნენ პარლამენტში. პარლამენტში არ შესვლით, მხოლოდ ოპოზიცია ზიანდება და არა მმართველი გუნდი, რადგან ყველა ერთხმად აღიარებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, (მაგ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ტინი კოქსი და სხვა). ასევე, არაერთი განცხადება მოვისმინეთ, სადაც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი და ა.შ.). დროა, ოპოზიციამ, საქართველოს მეგობრების რჩევა ყურად იღოს და საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს“, - აცხადებს ჩიხელიძე.