პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ეუთო/ოდირის დასკვნამ მსოფლიოს აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური და მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მავნებლობაა და არა პოლიტიკა

ქუთაისის უნივერსიტეტი
1615040472
დაკოპირებულია

„გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რითაც დასტურდება ის, რაც ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც დაცული იყო თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

ჩიხელიძე ოპოზიციას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ სჯერათ მათ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების და რატომ სჯერად საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის?

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი სარგებლობს მაღალი სანდოობით და ავტორიტეტით, რაც ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცა. ანგარიშში შეჯამებულია როგორც წინასაარჩევნო, ასევე, კენჭისყრის დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი, სადაც ნათლად იკვეთება ტენდენცია, რომ ზოგადად საარჩევნო ციკლის დროს დაცული იყო დემოკრატიისთვის დამახასიათებელი მაღალი სტანდარტი. ქართული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები დიდი ხანია ვამბობთ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც სამწუხაროდ, ოპოზიცია არ ეთანხმებოდა. ოპოზიციასთან მაქვს ერთი კითხვა, გასაგებია რომ არ გჯერათ ქართული ორგანიზაციების, დღეს გამოჩნდა რომ არც საერთაშორისო ორგანიზაციების გჯერათ. კი მაგრამ ასეთ ურწმუნოებს მიხეილ სააკაშვილის რატომ გჯერათ? გახსენით თვალები და რაც მთავარია გონება, გაუსწორეთ თვალი რეალობას და დაინახავთ, რომ ყველასგან მიტოვებული ხართ, ყველა მოგიწოდებთ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში, როგორც მეგობრები, ასევ,ე არა მეგობრები. ეუთო/ოდირის დასკვნა კი თქვენთვის (ოპოზიციისთვის) ე.წ. საკონტროლო გასროლაა, რომელმაც კიდევ ერთხელ, არამხოლოდ ქართველებს, არამედ მსოფლიოს აჩვენა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური და მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მავნებლობაა და არა პოლიტიკა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1619172796

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

1619172067

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

1619171823

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619171765
მიხეილ ბოცვაძე - პირველ
რიგში, ქვეყანაში არსებული
ჰიდროელექტროსადგურების
ეფექტურობა უნდა
შენერჩუნდეს

მიხეილ ბოცვაძე: პირველ რიგში, ქვეყანაში არსებ...

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

„ჩვენ უბრალოდ გადარჩენას ვითხოვთ, ჩვენ ა...

ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები ითხოვენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, მათ ამ მოთხოვნით განცხადება კანცელარიაში 2 დღის წინ ჩააბარეს რომელსაც ხელს აწერს 15 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი და ისინი კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ ხელისუფლებისგან. გამოსავალს კი ხედავენ იმაში, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს სწორი პოლიტიკა.

ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ე...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული...

რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.