პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: დამნაშავე სააკაშვილს აღარასდროს მიეცემა საშუალება, წაახალისოს ვენახის გაჩეხვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
12:43 16.09
დაკოპირებულია

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ცინიზმიც რომ შეიძლება იყოს აღვირახსნილი, დაამტკიცა სააკაშვილმა გუშინ. მან კიდევ ერთხელ გადმოყარა ნიანგის ყალბი ცრემლები, ვაზთან და ვენახთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იცრუა და თან ყველა კანონი დაარღვია, რაც საარჩევნო გარემოს იცავს კორუფციული ჩარევისაგან. სააკაშვილს არ მოწონებია, თურმე, ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებაზე დადგენილი ფასი და პრემიერ-მინისტრობანას თამაშში გართული, ხალხს ფასის დამატებასაც დაჰპირდა. ეს იმ ხალხს, რომელსაც, დაახლოებით, ათი წლის წინ სააკაშვილის გაგზავნილი ემისრები ვენახის გაჩეხვაში ფულის გადახდას სთავაზობდნენ. აი, აქ არის სწორედ სააკაშვილის ცინიზმის აღვირახსნილობა! ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს და ქართული ვაზის მტრებმა გაენადგურებინათ ქართული ვენახი და ამით დაესახიჩრებინათ ქართველი კაცის სული და მსოფლმხედველობა: ვერც შაჰ-აბასმა მე-17 საუკუნეში, ვერც ნიკიტა ხრუშჩოვმა მე-20 საუკუნეში და ვერ სააკაშვილმა 21-ე საუკუნეში ეს ვერ შეძლეს. ქართული ვაზი და ქართველი მევენახის შეუპოვრობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სამივე მომხდური ერთად აღებული.

დროულად მოუსწრო ქართულ ვაზს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და პირდაპირი დაფინანსების არაერთი პროგრამის მეშვეობით, „ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდმა უზრუნველყო ათასობით ჰექტარი ვენახის გაშენება მთელი საქართველოს მაშტაბით, აშენდა და გადაიარაღდა ასობით ღვინის ქარხანა, დაფასდა მევენახის შრომა, ფასი დაედო ქართულ ღვინოს, რომლის რეალიზაციამ და ექსპორტმა სულ ცოტახნის წინ ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ეს ყველაფერი კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ, ახსოვს ყველა დეტალი მოძალადე რეჟიმის სიძულვილით სავსე პოლიტიკისა. სწორედ ამიტომ დამნაშავე სააკაშვილის მორიგი ტყუილი და ფარსი ილუზიებში მყოფი პოლიტიკანის ფანტაზიებში დარჩება მხოლოდ, მას აღარასდროს მიეცემა იმის საშუალება, რომ წაახალისოს ვენახის გაჩეხვა საქართველოში!" - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის ქართველ მევენახეებს მოუწოდებს, შეინახონ სერტიფიკატები, რომლებსაც მათ გადასცემენ და სააკაშვილის თქმით, ის აძლევს მათ პირობას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მიეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებენ 1.60 თეთრს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც კერძო სადაზ...
21:08
ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნა და ინფორმირება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც მომავალი 4 წლის გან...
21:05
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა,...
20:59
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 202...
20:56
სოფლის მეურნეობა ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვინის...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს“,- ამი...
ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე: თვითონაც...
ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ძარცვისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ლაშა...
ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი...
ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომ...
გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შ...
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰყ...