მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით სერგეენკო „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა

დავით სერგეენკო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წელი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო „ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.