პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი

ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთში
16:49 14.08
დაკოპირებულია

„მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ რაღაც პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა წარდგენისას განაცხადა.

სონღულაშვილის თქმით, პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, გამოწვევებიც ერთიორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს.

„მოგესალმებით ძვირფასო საგარეჯოელებო, ბატონებო და ქალბატონებო, ბატონო პრემიერო, ჩემთვის პატივია, წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში რთულ პერიოდში მოგვიწევს საქმიანობა. პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, გამოწვევებიც ერთიორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს. სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართული ოცნების მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს. როცა ზრუნვა ადამიანზე არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთავარი ორიენტირია, ეკონომიკური თუ სოციალური ზედნაშენები აღარ წარმოადგენს სირთულეს“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

როგორც წარდგენისას სონღულაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” ქვეყნისა და საგარეჯოს წინსვლისთვის ალტერნატივა არ ჰყავს.

„მოსახლეობა, ჩვენ ხალხი, ჩვენი კახელები ამას კარგად ხედავენ და კარგად გრძნობენ. ხელისუფლების ანტიკრიზისული პაკეტები უკვე მოქმედებაშია და მის ნაყოფსა და შედეგს უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს. წარდგენას დავასწარი და საგარეჯოს უმრავლეს სოფელში უკვე შევხვდი მოსახლეობას. ცხარე დისკუსიებიც გვქონდა და აქტიური მსჯელობებიც. ვნახე, რამდენი საქმეა გაკეთებული, ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში. მე ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს რომან მუჩიაშვილს. ამ ყველაფერს მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. ძალიან კარგად იცის, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყნისა და საგარეჯოს წინსვლისთვის ალტერნატივა არ ჰყავს. ფაქტია, რომ უიმედობა, რომელიც გამეფებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების გულში, უკეთესი ცხოვრების, კეთილდღეობის, წინსვლის შესაძლებლობებმა და იმედმა ჩაანაცვლა სამუდამოდ! თუმცა, საკეთებელსა და გასაუმჯობესებელს რა გამოლევს. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას, ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. აგრეთვე დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ გამოწვევად დაგვისახა წინ ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება.

ეს არის თხოვნა ჩემი მთავრობისადმი და დავალება, რომელიც მე პირველი შეხვედრების დროს მოსახლეობისგან მივიღე. ეს და კიდევ სხვა საკითხების მოგვარება ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეგიონალური განვითარების პოლიტიკის განხორციელებას, რომლის ნაწილიც არის ქალაქში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაახლოება. სწორედ ეს სტრატეგია უნდა გახდეს ქვაკუთხედი ჩვენი როგორც სახელმწიფოსი და ჩვენი როგორც კახეთის რეგიონის დაახლოების ევროპასთან. ღირებულებები რომელიც გაგვაჩნია ნამდვილად ევროპულია. ფასეულობები რომლებიც გაგვაჩნია ესეც ნამდვილად ევროპულია. ჩვენი ამოცანა არის კეთილდღეობის იმ სტანდარტებთან მიახლოება, რასაც ევროპული სტანდარტები ქვია. მე დარწმუნებული ვარ რომ ამის მიღწევა ერთად ჩვენ მოქალაქეებთან, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად შესაძლებელია უახლოეს მომავალში. მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ რაღაც პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი. მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი.

ამიტომ ვერ იქნება ჩემი სიტყვები, ჩემი დანაპირები, ჩვენი საქმეები ფუჭი. მე მარტო არ ვარ და ჩემს უკან დიდი გამოცდილებაა, ყველაზე წარმატებული გუნდი ჩვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების სახით!ჩემო საგარეჯოელებო! მიმიღეთ თქვენს სამსახურში. ვემსახურები საგარეჯოს! ვიბრძოლოთ ერთად თითოეული საგარეჯოელის წარმატებისთვის! ერთად, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, - დასძინა სონღულაშვილმა.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ დაავ...
18 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო...
21 წუთის წინ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდ...
21 წუთის წინ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლ...
23 წუთის წინ
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ვლადიმერ კონსტანტინიდი ესპანეთში მოქმედი ქართ...
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდ...
28 წუთის წინ
დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბ...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უ...
შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებმა შესაძ...
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდე...
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელო...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მ...