მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით უსუფაშვილი: შეთანხმება პარლამენტის შეკრებამდე უნდა მოხდეს

შენების მოძრაობის ლიდერი, 2020

„გამოსავალი არის ახალი არჩევნები და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ამაზე შეთანხმება. ამიტომ მეც და ძალიან ბევრი ადამიანიც, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების უგუნურობის მხილებას ვაგრძელებთ, ახალ არჩევნების ჩატარებას ვუჭერთ მხარს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა სატელევიზიო ეთრში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, ხელახალი არჩევნების დანიშვნის პროცესში აუცილებელია მოქმედი ხელისუფლების ჩართულობა.

„აუცილებელია ხელისუფლების მონაწილეობა. დაუშვებელია კონსტიტუციური ლეგიტიმაციის ჯაჭვის გაწყვეტა, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს. გუშინდელი შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც სწორი მიმართულებთ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მოლაპარაკების პროცესი პრაგმატულად, ემოციებისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს, კონკრეტული შედეგი კი ახალი პარლამენტის შეკრებამდე უნდა დადგეს.

„მოდით, ვიყოთ რეალისტები. მხოლოდ ემოციებით ფეხბურთის თამაშის მოგებაც შეუძლებელია, არათუ პოლიტიკაში რამის მიღწევა. არსებობს ორი რეალობა, დიახ, შეთანხმება მიღწეული იქნება და შეთანხმება ვერ შედგება და ეს იქნება ცუდი.

ამ ქვეყანაში იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ერთი შეთანხმებით მათი გადაწყვეტა ვერ ხდება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მოხდეს ახალი, ერთპარტიული პარლამენტის შეკრებამდე, რადგან თუ ეს მოხდა, ამ პირობებში ქვეყნის განვითარება იქნება შეუძლებელი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

👉ინფორმაციისთვის, 12 ნოემბერს, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

👉მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გააცნეს და მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

👉პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრას პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზურაბ ჯაფარიძე: შესაძლოა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 21 ნოემბრამდე დასრულდეს

👉 გივი მიქანაძე: „ქართული ოცნება“ ხმების გადათვლისთვის მზადაა

👉 დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შესვლა-არშესვლა უკვე მორალური ამბავი გახდა