მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა

საგარეო უწყებაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა

საგრეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ეს ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

„აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე იქნა განხილული რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს აქვს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მიშელი ასევე გეგმავს საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

„ყურადღება გამახვილდება, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს”, - აღნიშნა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს სამიტზე ასოცირებული პარტნიორებისთვის მეტი ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის და გაზიარებული აქვს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები.

„ბუნებრივია საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ COVID 19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა შეხვედრებზე, ბუნებრივია, საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მისი დაძლევის გზებს.

ზალკალიანის ინფორმაციით, ეს გახლავთ შარლ მიშველის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტების დროს/საპასუხოდ და წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიზიტი დაიგეგმა სამივე ასოცირებულ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ოფიციალური ვიზიტი 2 მარტს დასრულდება.