მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუველ კოლეგას გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა, რის შესახებაც იგი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

„მქონდა კონსტრუქციული საუბარი ჩემს კოლეგასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიეტუვა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. საქართველო განაგრძობს იმ პრინციპების ერთგულებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიზნების ასრულებისკენ თანმიმდევრულ სვლას," - ნათქვამია ზალკალიანის განცხადებაში.


აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე წერს ლიეტუვას პირველი დიპლომატიც.

ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რომელსაც ამყარებს ურყევი დემოკრატიული არჩევანი და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ეს მიზნები რეალობად იქცეს.