მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: მადლობა ყველა სახელმწიფოს, რომელმაც გაერო-ში საქართველოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, გაერო-ში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღება 54 ქვეყნის ერთობლივი ინიციატივა იყო.

„რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოება არა მხოლოდ სოლიდარულია, არამედ თავად არის ჩართული ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში.

მსოფლიო მასშტაბით პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, საქართველოს მიერ რეზოლუციის გენერალური ასამბლეისთვის წარდგენა, ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. არსებობდა რეალური საფრთხე, რომ საქართველოს რეზოლუციის წარდგენა მიმდინარე სესიაზე ტექნიკურად ვერ მომხდარიყო და თუ მოხდებოდა, პანდემიის გათვალისწინებით, მხარდამჭერთა მობილიზება ვერ განხორციელებულიყო. საქართველოს საკითხი მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე რეგულარულად განიხილება და ასეთ რთულ პერიოდშიც კი, აქტიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა მადლობის ტექსტში.

ინფორმაციიისთვის, 3 სექტემბერს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას მხარი 84-მა სახელმწიფომ დაუჭირა.