მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის ნიშანია

ზალკალიანი დავით, მინისტრი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტრნიორობას, ჩართულობას საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობაში.

ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ კუთხით, რომ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.

როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შედგება საუბარი რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს როლზე. აგრეთვე, მხარეები სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრებენ.

👉ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტი ორი დღე, 17-18 ნოემბერს გაგრძელდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოდის

👉პრემიერი პომპეოს ვიზიტზე: ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას განამტკიცებს

👉პომპეო მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს