მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სომხურ მხარეს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთში პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოხურ მხარეს სოლიდარობას უცხადებს

„აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც. დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა” - აცხადებენ უწყებაში.

დღეს, 4 ივნისს, სომხეთში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. შესაბამისად, ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 11 ათასზე მეტია.