მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: საქართველოს წარმატება მეგობარი ქვეყნების დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

ზალკალიანის კომენტარი ევროკომისის პრეზიდენტთან შეხვედრისას

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს. 

მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები წელს საზეიმო ღონისძიებას ვერ ესწრებიან, თუმცა ქართველ ხალხთან ერთად, მაინც გულით ზეიმობენ ამ დღეს.

ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა იმ მეგობრების გარეშე, რომლებიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შეიძინა.

„საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა იმ ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე, რომლებიც მთელი ამ ხნის გნმავლობაში ჩვენს გვერდით დგანან“, -აცხადებს ზალკალიანი.

მინისტრი თავდადებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის საქართველოში მოღვაწე უცხო ქვეყნების ელჩებს, დელეგაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს.

„ბოლო თვეებში თავსდამტყდარმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია მსოფლიო გარდაიქმნას და სოლიდარობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე გადაეწყოს“,-აღნიშნავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.