საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტისა და დღეს გალის რაიონში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ისაუბრეს.
ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენები, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური გამოწვევები.
„გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა მინისტრ ზალკალიანთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ჩემი ხვალ დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში, ასევე განვითარების პერსპექტივები, ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას. ამასთან, ვისაუბრეთ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელ ტრაგიკულ ინციდენტზე, ენგურის მდინარეში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით.
ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული სიტუაცია, ის, თუ როგორია საქართველოს ხედვა ამ მიმართულებით და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რამდენად შეიძლება ვიყოთ დამხმარეები ამ კუთხით.
ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც ევროკავშირი ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რაც შეიძლება მალე უნდა იქნას გადაწყვეტილი“,- განაცხადა კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
აგრეთვე იხილეთ:
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.
გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.