მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას  დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას

დავით ზალკალიანმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ კოლეგას უკრაინის საზღვართან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების, ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დავით ზალკალიანმა დმიტრო კულებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

პრესსამსახურის თქმით, განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციისა და მხარდაჭერის მიზნით კოორდინირებული საქმიანობის, ისევე როგორც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების საკითხები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელ საკითხებზე, რათა ორივე მიმართულებით ასახული იქნეს საქართველოს და უკრაინის ინტერესები.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და მისი განვითარების პოტენციალს.

აღნიშნეს დაგეგმილი და სამომავლო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე არსებული კავშირების მაღალ დინამიკას.