პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
18:05 15.09
დაკოპირებულია

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

დავით ზალკალიანმა მწვავედ დასვა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევები, აგრეთვე სოფელ ატოცის, ზემო ნიქოზისა და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ.„ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი.

„აღინიშნა ასევე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ინსტრუმენტების გააქტიურება და დეზინფორმაციული თავდასხმები საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ. მინისტრის განცხადებით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები მიზნად ისახავს ქვეყნაში ვითარების დესტაბილიზაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გალსა და ახალგორში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ მოსახლეობას.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით პროგრესის საჭიროებას. აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აღდგენის აუცილებლობა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანმა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

მინისტრის თქმით, ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.








სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ბორკოლების დადება პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირ...
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვ...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...