საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას. დარწმუნებული ვარ თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას“, - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე და იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელ შედეგს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა დაამტკიცებს.
👉 ინფორმაციისთვის, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია.
👉 ახლადშერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
„დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. დასკვნა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამასთან, წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტთან ბარჰამ სალეჰთან შეხვედრაზე კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო აგრძელებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი ადარ პუნავალა გვაფრთხილებს, რომ ვაქცინის მწარმოებლებს არ აქვთ საკმარისი მასალები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსამზადებლად“, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა businesstoday ავრცელებს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ოფციის განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება. ამის შესახებ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინების რაოდენობასა და მათ საკმარისობაზე საუბრობს.