მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანმა კანადელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

სატელეფონო საუბარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანსუა ფილიპშამპანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის სიღრმე და მასშტაბი, გამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერების მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გადადგმული დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯების შესახებ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება დაშეთანხმდნენ მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.