მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანმა თბილისში აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისში აზრებაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვიდა ინფრასტრუქტურულ პროეტქებზე, კერძოდ ტანაპის, ბაქო-თბილისი-ყარსის, ბაქო-თბილისი-სუფსა და სხვა სატრანზიტო დერეფნებზე.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსობრივი საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტები არა მხოდლოდ ეკონომიკური განზომილების პროექტებია, არამედ გეოპოლიკიკური დატვირთვა აქვს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის ენერგოუსაფრთოხების თავლსაზრისით, ასევე ჩვენი რეგიონის მიმზიდველობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორსი ასპარესზე გააქტიურდეს ერთობლივი კოორდინაცია.

მისი განცხადებით, ევკროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის თვალსაზრისით აღნიშნულ პორექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ხაზი გაესვა აზიის მიმართულებით ერთობლივი მოქმედების გააქტიურებასაც.

საგარეო მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეები აღნიშნული მიმართულებით ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ, რაც გულისხმებს ერთობლივი პრეზენტაციების, ღონისძიებების გამართვას, პროექტების ცნობადობისა და მიმზიდველობის ამაღლების მიზნით.

ზალკალიანმა ასევე ისაუბრა რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში არსებული მაღალი კონკურენციის შესახებ.