მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკანიანმა ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება მიულოცა

მილოცვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტობას ულოცავს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში „ტვიტერში“ წერს.

აქვე ზალკალიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს კამალა ჰარისს.

„ჩემი გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ვუსურვებ მათ წარმატებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც ამ კრიტიკულ დროს უკეთესი მომავლისკენ გაუძღვება. ველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას“, – აღნიშნავს ზალკალიანი

“ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ფიცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - მოსამართლე ჯონ რობერთსმა დაადებინა. ბაიდენმა ხელი უკვე მესამედ ბაიდენების ოჯახის საგვარეულო ბიბლიას დაადო, რომელსაც მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი იჭერდა.

იხილეთ აგრეთვე:

📍ჯო ბაიდენი: ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა

📍ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია