საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ევა მარია ლიიმეტესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
ესტონეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორისა და ახლო მეგობარი სახელმწიფოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
ხაზი გაესვა არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და შექმნილი გამოწვევების ფონზე ორი ქვეყნის ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგის ფარგლებში.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვეს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო საკითხების მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კუთხით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, 21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის Segment-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ერთობლივ ვებინარს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.
26 აპრილს THE FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმი გაიმართება, რომლის გენერალური წარმდგენი კომპანია „აჭარაბეთია“ , - ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარაბეთში“ ავრცელებენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას შეწყალების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამნისტია, როგორც მექანიზმი, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი ჟესტი პატიებისა“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.