მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი: ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის

დავითაშვილი შეხვედრაზე

"დღეს, მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები სახეშეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმაც, ეს შეზღუდვა უკავშირდება ბურღულეულ პროდუქტს, ზოგიერთ ბოსტნეულს და ასევე, პირველადი საჭიროების ჰიგიენურ და სამედიცინო დახმარების საშუალებებს", - აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისნისტრის თქმით, ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით კი რეგიონში ხორბლის ჭარბი მოსავალია.

"ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ველოდით ასეთ ვითარებას და მუშაობა დავიწყეთ ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს პირველადი საჭიროების პროდუქტებით მომარაგება. 

რაც შეეხება ხორბალს, რომელიც პირველადი საჭიროების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. რუსეთმა შეზღუდვები შემოიღო, მათ შორის ხორბალზეც. წესდება  ლიმიტები, ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კვოტირება. თუმცა, რუსეთში კერძო კომპანიები, ძირითადი ექსპორტიორები და ექსპორტიორთა კავშირი აცხადებს, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი და ასევე ელოდებიან ახალ მოსავალს. ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით კი რეგიონში არის ხორბლის ჭარბი მოსავალი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ფასები არ გაიზრდება და, შესაძლოა, შემცირდეს კიდეც. კვოტირების რეჟიმშიც კი, ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომლებიც საქართველოში ხორბლის საკმარის მარაგს უზრუნველყოფს დროის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს ექსპორტთან დაკავშირებით, რომელსაც რაციონალური საფუძველი არ აქვს ჭარბი მოსავლიანობის გამო, ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე მარაგების შესავსებად. შესაბამისად, მოსახლეობას პური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი საჭიროების პროდუქტია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის ფასად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის, შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.