მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი: სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ეს არის პატრიოტიზმი, მადლობა მათ

დავითაშვილი საოფლის მეურნეობის უწყებაში

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უწყების თანამშრომლებს მადლობას უხდის.

მისნისტრის თქმით, ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე.

"ჩემს თანამშრომლებს მადლობა მინდა გადავუხადო, საგანგებო ვითარებაში მუშაობისთვის. სამინისტროში შექმნილია საგანგებო სამუშაო ჯგუფი. ბევრი ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე - საველე სამუშაოებს ასრულებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, სავაჭრო ობიექტებში ახდენენ მონიტორინგს და ასევე, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში არიან ჩართული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ, რა თქმა უნდა, რთულ პირობებში უწევთ მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს ცენტრალური  აპარატის თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობა ვუხდი თითოეულ მათგანს", - აღნიშნა დავითაშვილმა.