მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი სურსათის მარაგზე: დამაიმედებელი მდგომარეობა გვაქვს

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრიფინგი 2020

""დამაიმედებელი მდგომარეობა გვაქვს", -ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სურსათის მარაგების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

მინისტრი ამბობს, რომ რეგულარულად მიმდინარეობს მარაგების მონიტორინგი.

"რეგულარულად ვაკეთებთ სურსათის მარაგების მონიტორინგს, ასევე ახალი შესყიდვების, შემოსვლის გრაფიკს ვადევნებთ თვალყურს. მარაგების კუთხით დამაიმედებელი მდგომარეობა გვაქვს, შეფერხება ამ დროისთვის არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოწვევები, მათ შორის ექსპორტის შეზღუდვები ზოგადად რეგიონში არსებობს. დღეს ჩვენს მოსახლეობას აქვს აბსოლუტურად შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ყველანაირ სასურსათო პროდუქტთან. ძალიან მნიშნელოვანია რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ ხელმისწვდომი იყო არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ გეოგრაფიულ ჭრილშიც ეს იყო განაწილებული იყოს თანაბრად რეგიონებში, ყველაზე დიდი გამოწვევა უკავშრდება განსაკუთრებული მკაცრი საკარნტინო ზონების სურსათით მომარაგებას, აქაც რეგიონულ შტაბთან მიდის მუდმივი მუშაობა, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული იმისთვის, რომ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს მოსახლეობას სურსათი. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყნის სურსათით მომარაგება ასეთ პირობებში ხდება პრიორიტეტი, ეს არის გლობალური ტენდენცია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.