მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოიძე გახარიაზე: არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის

დეკანოიძე გახარიაზე

„გახარიას ფიგურა არ მიმაჩნია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელად,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, გახარიას პოლიტიკური პოპულარობა მისი „ლაიქების“ პრიზმაში არ მოიაზრება და აღნიშნული მოწონებები მისი გადაწყვეტილების მიმართ იყო გამოხატული.

„ნამდვილად არ განვიხილავდი მის პოლიტიკურ პოპულარობას „ლაიქების“ პრიზმაში. ეს მოწონებები იყო იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მან მიიღო.

ნამდვილი ლიდერები ასე არ იქცევიან, როცა ქვეყნის გადარჩენა და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ციხეში გამოკეტვა არ უნდათ ქვეყნის საზიანოდ,“ - აცხადებს დეკანოიძე.

დეკანოიძე გახარიას მიმართვას იხსენებს ოპოზიციის მიმართ და მისი დაბრუნების შემთხვევაში, სწორ გზას მის მიერ განხორციელებული ქმედებების საჯაროდ ახსნაში ხედავს.

გახარია არის ადამიანი, რომელთანაც სისხლისსამართლებრივი დამოკიდებულება ერთგვაროვანია. არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის.

მახსოვს, ოპოზიციას მოუწოდებდა: დაგასრულებთ ოპოზიციას.

თუ გახარია დამოუკიდებელი ფიგურაა, გამოვიდა, ახსნა, დაასახელა ადამიანების ჯაჭვი, რომლისგანაც გაიცემოდა 20 ივნისის ღამეს ბრძანებები, თქვა რომ ის არაფერ შუაშია, ნამდვილად ძლევამოსილია და ოპოზიციის ლიდერად წარმოსახვა უნდა, „ქართული ოცნება“ ზიანს მიიღებს,“ - აღნიშნა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔺 „საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია“ - წულუკიანი გახარიაზე

🔺 „თუ გახარია პოლიტიკაში შემობრუნდება, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება“ - დავითულიანი