მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოიძე: გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან შეთანხმებული

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს.

„გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.
სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს..

ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ. ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე“, - წერს ხატია დეკანოიძე.

ინფორმაციისთვის, ვაშაძემ ყველა პოლიტიკურ პარტიას განცხადებით მიმართა.

„სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აცხადებს ვაშაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლას აპირებს? - გრიგოლ ვაშაძის განცხადება

🔴 ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა