მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა 

მავთულხლართები საქართველოში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ქვეყნებთან რუსეთის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, მიხაილ პეტრაკოვი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მათი ცნობით, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.

„დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატი, მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას, ასევე, დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“,- აღნიშნულია დოკუმენტში.