ეკონომიკა

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 53.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული თხილი

საქართველოდან, 10 179 ტონა
თხილის ექსპორტი
განხორციელდა
1605518747
დაკოპირებულია

დღეის მდგომარეობით საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა.

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით (50%) გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 977 ტონა), იტალიაში (1 966 ტონა), ჩეხეთში (550 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (289 ტონა), ბულგარეთში (279 ტონა), ესპანეთში (308 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (496 ტონა), სომხეთი (497 ტონა), ბელარუსი (240 ტონა), თურქეთი (530), უკრაინა (176 ტონა), ალჟირი (173 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (67 ტონა), იორდანია (38 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლო...

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. 

ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

1610815842

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა „ვაშინგტონ პოსტში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

1610808919

„ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა.

1610808531

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საჭიროა, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

1610808335
მერკელის პარტიის ახალი
თავმჯდომარე

მერკელის პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გერმანიის მმართველმა პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატა...

„პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

რუსეთში გრიპი აღარ არსებობს - რუსული მედ...

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ დროისთვის გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ ეგორ გაიდარის სახელობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგ...

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.