მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს

ოპოზიციის ლოგოები

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას, სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართავენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება. აქციას შეუერთდება რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც, იგეგმება კარვების გაშლაც.

მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აქცია პერნამენტულ ხასიათს მიიღებს.

მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

იხილეთ აგრეთვე:

„ხვალინდელი აქცია იქნება უწყვეტი პროტესტის დასაწყისი“ - გიგი უგულავა

გიორგი ვაშაძე: ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი

„ევროპამ და ამერიკამ რომ არ მიგვატოვოს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ თავდადების და ბრძოლის მაგალითები“- მიხეილ სააკაშვილი