მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს გამოქვეყნებული ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი Pia.ge

„დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. დასკვნა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამასთან, წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში.

„კერძოდ, პროექტში უკვე გათვალისწინებულია:

👉 ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი)

👉 საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება

👉 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვა

👉 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალულია დაყოვნება და ამომრჩევლების აღრიცხვა. დარღვევისთვის სანქციის დაწესება (2000 ლარი)

👉 უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება

👉 საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა

👉 ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანა

👉 საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების, და ასევე, უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრება

დამატებით, ჩვენ ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს, ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10%-ის ავტომატურ გადათვლას, იმის მიუხედავად არსებობს, თუ არა საჩივარი ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს. ამასთან, როგორც იცით, კანონპროექტი ეუთო/ოდირს დასკვნისთვისაც გაეგზავნება“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, ეუთო/ოდირმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად დაცული იყო.