მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის სასესიო დარბაზი

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს, 2 ივლისს, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს.

სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. კანონპროექტს მმართველი გუნდი სრული მხარდაჭერას უცხადებს.

ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, პარტიების დაფინანსების ახალ მოდელსაც გულისხმობს, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე.

ასევე მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 91 დეპუტატის მხარდაჭერით, გუშინ, 1–ელ ივლისს დაამტკიცა.